ბიზნესი
27/01/2021

მამაკაცის კლასიკური სამოსის ქართული ბრენდი "პალეკარტი" გაყიდვების არეალს აფართოებს

მამაკაცის კლასიკური ტანსაცმლის მწარმოებელი ახალი ქართული ბრენდი „პალეკარტი“, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა, გაყიდვების არეალს აფართოებს.

მწარმოებელი ონლაინ გაყიდვებისთვის პლატფორმის მოდერნიზებას გეგმავს. ამ ეტაპზე კომპანია პერანგების, კლასიკური შარვლების და ქურთუკების წარმოებით არის დაკავებული, რაც ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ბაზარზეა ხელმისაწვდომი.

კომპანიის თანადამფუძნებლის აბო მენაბდის თქმით, ბაზარზე ეს სტილი დეფიციტურია და მას შემდეგ რაც "პალეკარტი" ბაზარზე გამოჩნდა მომხმარებლის დაინტერესება გამოიწვია.

დამფუძნებლების განმარტებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებისთანავე, "პალეკარტი" შოურუმსაც გახსნის. მათივე თქმით, ბრენდის მიზანი ყოველდღიური კლასიკური სტილის ტანსაცმელის ტრენდის ჩამოყალიბებაა, რომელიც როგორც საქმიანი ასევე ყოველდღიური გარემოსთვის იქნება შესაფერისი.