ბიზნესი
09/06/2020

მაიკლ ქაუგილი: საქართველოს ახლა ისეთი შესაძლებლობები აქვს, როგორიც არასდროს ჰქონია

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წამოწევის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გაუჩნდა. მიზეზი უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებაა.

„ვფიქრობ, კორონავირუსთან კარგად ბრძოლის გამო ჩვენ არაერთი შესაძლებლობა გაგვიჩნდა. მსოფლიოში არაერთი კომპანია მიწოდებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეძებს. შესაძლოა, ჩინეთში გარკვეული საკითხები ისე აღარ წავიდეს, როგორც აქამდე ხდებოდა. კომპანიები წარმოების რელოკაციის შესაძლებლობას ეძებენ. უსაფრთხო ადგილი ვართ იმისთვის, რომ კერძო სექტორმა წარმოებები აქ გადმოიტანოს. ეს ყველაფერი კი ჩვენთვის ძალიან კარგი ბაზაა. სწორედ ამ შესაძლებლობაზე შეიძლება ბევრი რამის დაშენება. საქართველოს ახლა ისეთი შესაძლებლობები აქვს, როგორიც არასდროს ჰქონია“,- აღნიშნა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.

Businesspartner