Maia Cheese: შრი-ლანკაში ქოქოსის კაკლით შებოლილი სულგუნი ყველაზე მოთხოვნადია
შრი-ლანკაში ქართული, შებოლილი სულგუნი ყველაზე მოთხოვნადია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ შრი-ლანკაში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა, Maia Cheese-ის მწარმოებელმა მაია დონაძემ განუცხადა.
ყველის ქართველი მწარმოებელი 30 წელია საქართველოში აღარ ცხოვრობს, მის მიერ დაფუძნებელი კომპანია კი ამჟამად 45 სახეობის ყველს აწარმოებს. მათ შორისაა,ქართული ყველი - სულგუნი. რეალიზაციას კი გარდა შრი-ლანკაში არსებული ბრენდული მაღაზიისა, სუპერმარკეტებთან და HoReCa სექტორთან თანამშრომლობით ახდენს.
როგორც დონაძე აცხადებს, შრი-ლანკაში სულგუნი ქოქოსის კაკლებზე იბოლება.
მისივე ინფორმაციით,პირველად Maia Cheese ინდოეთში, გოაში დაფუძნდა, 2015 წლიდან კი შრი-ლანკაში კომპანიის მეორე ქარხანა დაფუძნდა.
„ახლა შრი-ლანკაში მეორე ქარხანას ვაშენებ, ჯამში 3 საწარმო მექნება,“-აცხადებს დონაძე. მისივე ინფორმაციით, Maia Cheese უახლოეს მომავალში დღეში 3000 კგ-დან 6000 კგ-მდე ყველას აწარმოებს.