ფოტო: "მაგთისატი გურიაში"
ბიზნესი
23/03/2022

"მაგთისატი" აქტუალობას კარგავს - "მაგთის" თანამგზავრული მაუწყებლობა წამგებიანია

"მაგთის" "მაგთისატიდან" შემოსავალი სულ უფრო უმცირდება. აღნიშნული ტექნოლოგია თუ ოპერატორისთვის წინა ათწლეულში პრიორიტეტული იყო ახლა აქტუალობას კარგავს.

SES-თან პარტნიორობით, ASTRA თანამგზავრის მეშვეობით, "მაგთიმ" საქართველოში პირველი Direct To Home ტელევიზიის პლატფორმა, 2012 წლის 23 იანვარს გაუშვა და გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ 2023-ის 23 იანვრიდან გააუქმებს.

სატრანზიტო მაუწყებლობიდან მაგთის წლიური შემოსავალი 70 მლნ ლარია და 93.7% -65.4 მლნ ლარი IPTV-დან მოდის. თანამგზავრული მაუწყებლობის ტრანზიტი წინა წლებშიც შემოუსავლიანი იყო და კომპანია სხვა ტექნოლოგიური სერვისიდან აბალანსებდა.

ამ დროისთვის "მაგთის" "მაგთისატის 42 200 მომხმარებელი რჩება. 2019 წელს  62 600 ჰყავდა. ბაზარი "მაგთისატის" IPTV-ით სრულად ჩანაცვლებას არ ელის. ჯერ კიდევ ბევრი სოფელია ინტერნეტის გარეშე. მესტიაში TV მომხმარებლის უმეტესობა  "მაგტისატის" მომხარებელია, სულ, 2 600, სტეფანწმინდის რაიონში 700 აბონენტია. დაბარჩენი ქვემო სვანეთი- რაჭა-ლეჩხუმზე მოდის (ლენტეხის რ-ნი -780;  ცაგერი-830; ამბროლაური - 1 652 ; ონი -530

 

 

2019

2020

2021

მაგთი

2019 (₾)

2020 (₾)

2021 (₾)

მაგთისატი

5,933,433.28

4,863,715

4,388,787

IPTV

50,908,779

59,715,291

65,423,286

"მაგთი" ტელესაკომუნიკაციო ბაზრის კიდევ რამდენიმე სეგმენტზეა წარმოდგენლი მობილური ბაზრის ოპერატორის 2021 წლის შემოსავალი 258.6 მლნ ლარია (2020 – 222,7); ინტერნეტმომსახურებიდან 138 მლნ-ია (2020 – 129 მლნ)

Businesspartner