"მაგთიკომში" გია ჯოხთაბერიძის წილი 54-დან 75%-მდე იზრდება
გია ჯოხთაბერიძე "მაგთიკომში" წილს 54-დან 75%-მდე იზრდის. საკომუნიკაციო კომპანიამ წილების ცვლილებაზე კომუნიკაციების კომისიის თანხმობა 31 დეკემბერს მიიღო. თუკი ტრანზაქცია განხორციელდება კომპანიაში ბენეფიციარი მესაკუთრეთა წილები ასე გადანაწილდება:
გიორგი ჯოხთაბერიძე - 75% (იყო 54% )
ედვარდ სპენსერ ჩერჩილი - 15%,
ბენჟამინ ალბერტ მანზონი - 1.4% (იყო 4.34%)
იგორ ალექსეევი - 0.7% (იყო 2.17%),
ირაკლი ოთარ რუხაძე და ნატალია რუხაძე - 3% (იყო 9.3%),
ნათელა სახოკია - 3% (იყო 9.3%),
ვლადისლავ ალექსეევი - 1.2% (იყო 3.72%),
ვიქტორია ალექსეევა (კორჟილოვა) - 0.7% (იყო 2.17%)
კომისიამ მისცა თანხმობა, რომ შპს „მაგთიკომს“ მისი ბენეფიციარი მესაკუთრის "Sector Telecom Georgia" LLC წილის 27.39%-ის, STG (BVI) Holding Limited (სგან ნასყიდობის საფუძველზე, ლორდ ედვარდ სპენსერ ჩერჩილის მიერ შეძენაზე, ასევე შპს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარის“ წილის 21%-ს "ITC Cellular LLC" (Delaware - 2564683) სგან ნასყიდობის საფუძველზე გიორგი ჯოხთაბერიძის მიერ შეძენაზე.
“მაგთიკომს“ ორი კომპანია ფლობა: „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ LLC“ - 51%; ტელსელ უაიერლეს კომპანი LLC” - 49%. თავად "ტელსელ უაიერლეს კომპანის" ფლობს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარი”.