ბიზნესი
12/03/2021

"მაგთიკომი" კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

„მაგთიკომი“ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და გასაჩივრებას აპირებს.

კომპანია ამბობს, რომ „მაგთი ფიქსის“ ტექნოლოგია მოძველებულია, რის გამოც ლიცენზიის გაუქმება იყო მოთხოვნილი და არა მასში ცვლილება

„რამდენადაც „მაგთი ფიქსის“ მოძველებული ტექნოლოგია ფიზიკურად აღარ იძლევა სერვისის შენარჩუნების საშუალებას, მაგთიკომი იძულებული გახდა მოეთხოვა მაგთი ფიქსის ლიცენზიის გაუქმება და კომუნიკაციების კომისიას წარუდგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნა. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, „მაგთი ფიქსის“ ლიცენზიის პირობებში ცვლილებების შეტანით, კომუნიკაციების კომისიამ უხეშად დაარღვია მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნები. გასაუქმებელ ტექნოლოგიაზე ლიცენზიის საფასურის 16 მილიონიდან 161 000 ლარამდე შემცირება პოზიტიურ მოვლენად ვერ შეფასდება“, - აცხადებს კომპანია და 11 მარტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022