ბიზნესი
22/09/2020

"მაგთი" 24 წლისაა - კომპანია რებრენდინგს იწყებს

მაგთი იუბილარია. კომპანია 24 წლის იუბილეს ახალი ლოგოთი აღნიშნავს.

ლოგოში ფიჭის, როგორც მობილური კომუნიკაციის სიმბოლომ ფორმა იცვალა, ახალ რეალობას მოერგო და განახლებული სახით წარდგა. უცვლელი დარჩა ბრენდის იდენტობის მნიშვნელოვანი მახასიათებლები - მაგთის წითელი ფერი და სლოგანი „კავშირი თქვენს სამყაროსთან“.

ლოგოს განახლება ერთ-ერთი კომპონენტია იმ საერთო ჯაჭვისა, რომელიც ასევე მოიცავს პროდუქტების, მომსახურების ოფისების და ციფრული არხების განახლებას. 

"მაგთი დღეს იუბილარია. მუდმივ განვითარებასა და პროგრესზე ორიენტირებული ბრენდი თავის ისტორიას ახალი ლოგოთი აგრძელებს", - აცხადებენ კომპანიაში.

მაგთის საქმიანობის არეალი მობილურ კომუნიკაციას გასცდა და უკვე 3 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს სთავაზობს: მობილურ და ფიქსირებულ ტელეფონიას, სატელევიზიო და ინტერნეტმომსახურებას.

ამავდროულად განახლდა ვებგვერდი - ვიზუალით, მოქნილი მენიუთი და გამარტივებული ნავიგაციით, მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდა.

მობილური აპლიკაცია MyMagti, რომელიც სხვადასხვა საკომუნიკაციო სერვისის - მობილური ტელეფონიის, ფიქსირებული ინტერნეტის, IP და სატელიტური ტელევიზიის - მარტივად მართვის საშუალებას იძლევა და სულ მალე შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, თავად შექმნან სასურველი პროდუქტი, რომელსაც მაგთი 2 კვირაში წარადგენს.

კომპანია ამავდროულად აცხადებს, რომ „მე მიყვარს მაგთი“ - ასე ჰქვია ახალ სიმღერას, რომლითაც მაგთი რებრენდინგს იწყებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022