ბიზნესი
22/10/2020

Maersk-ის საქმიანობა საქართველოში ზარალიანია

Maersk-ის საქმიანობა საქართველოში ზარალიანია. Maersk Line -ის ქართულმა შვილობილმა ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ბოლო 2 წელია „Maersk საქართველო“ ზარალს აჩვენებს, თუმცა აქვს საოპერაციო მოგება.

2019 წელს კომპანიამ 807 ათასი ლარის ზარალი მიიღო, 2018 წელს კი, ზარალის მოცულობა 768 ათასს აჩვენებდა.

გასულ წელს კომპანიამ 1.55 მლნ ლარის შემოსავლის მიღებაზე განაცხადა, საოპერაციო საქმიანობიდან მოგება 23 ათას ლარამდე იყო, 2.6-ჯერ ნაკლები ვიდრე 2018 წელს.

კომპანიის ძირითადი საქმიანობას წარმოადგენს მშობელი კომპანიის შემოსავლების მოგროვება და გადარიცხვა.

აღსანიშნავია, რომ Moller-Maersk Group საქართველოში ფლობს ფოთის პორტს და შავ ზღვაზე საკონტენერო ხაზებს შორის ლიდერობს. 2020 წლის პირველ ნახევარში MAERSK -სა და MSC წილი შავი ზღვის საკონტეინერო გადაიდვებში 48%-ს შეადგენდა.

კომპანიამ წელს ინტერკონტინენტალური სარკინიგზო მომსახურების პორტფელში ჩინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ბლოკ–მატარებლი დაამატა.

როგორც A.P. Moller - Maersk-ში საქართველოს კომერციული წარმომადგენელი, ირაკლი დანელია, განმარტავს, ამ პროექტით საქართველო გახდება ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი. მისი თქმით, სერვისი სპეციალურად ქართველი მომხმარებლებისთვის შეიქმნა, თუმცა დაგეგმილია მთელი კავკასიის რეგიონის ათვისება.

შეგახსენებთ, ჩინეთ-საქართველოს პირველი ბლოკ–მატარებელი 2020 წლის 10 სექტემბერს წამოვიდა და 4 ოქტომბერს თბილისში 41 კონტეინერით ჩამოვიდა.


Maersk Line არის ერთ-ერთი წამყვანი ხაზი მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 500-ზე მეტი კონტეინერის ჭურჭელს, 1,400,000 კონტეინერზე მეტი ფრენის რაოდენობის მქონე ფლოტს. მას აქვს კარდაკარის სერვისების უნიკალური კონცეფცია სატვირთო გემებით, სატვირთო მანქანებითა და მატარებლებით.

Businesspartner