ბიზნესი
23/06/2020

m² ოლიმპიური ვარსკვლავის შეჩერებული ობიექტის მშენებლობას დაასრულებს

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას დაასრულებს.

მერიამ და m2 უძრავ ქონებასთან მემორანდუმი უკვე გააფორმა. 

მერიის ცნობით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 მლნ ლარია და m2 ჯგუფი მას სრულად აფინანსებს.

შედეგად 12-წლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ საცხოვრებელ ფართებს მიიღებს.

მშენებლობა კორექტირებული პროექტის შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყება. პროექტი სამი წლის ვადაში განხორციელდება.

m2 ჯგუფსა და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, კომპანიამ მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ შეჩერებული პროექტებიც გადაიბარა. მირცხულავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო.

 

 

Businesspartner