ბიზნესი
24/08/2020

m²-ის ობლიგაციებზე $11 197-ის გარიგება დაიდო

საფონდო ბირჟაზე საქართველოს უძრავი ქონების (m² უძრავი ქონებები) ობლიგაციებზე $11 197-ის გარიგება დაიდო.

1 გარიგების შედეგად 11 ობლიგაცია გაიყიდა, ნომინალური ღირებულება 1017.97 დოლარი.

ბოლო 3 თვეში m² უძრავი ქონების $127 443-ის ობლიგაციებით ივაჭრეს.

კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 35 მლნ დოლარის ობლიგაციები 2019 წლის ოქტომბერში განათავსა.

სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც 6 თვეში ერთხელ ხდება.