ბიზნესი
04/03/2021

ლუკა პოლარე: ორშაბათიდან მომხმარებელს ჩვენი ყველა ფილიალი უმასპინძლებს

ორშაბათიდან ლუკა პოლარეს ქსელი ყველა ფილიალით განაგრძობს ოპერირებას. გაიხსნება ის ფილიალებიც, რომლებიც შეზღუდვების გამო დროებით ვერ ემსახურებოდა სტუმრებს.

„პანდემიის პერიოდში ჩვენი ფილიალების უმრავლესობა შეუფერხებლად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ფილილების ნაწილს მკაცრი შეზღუდვები შეეხო და ამ დრომდე არ მოგვეცა გახსნის შესაძლებლობა. გვიხარია, რომ ორშაბათიდან ყველა ფილიალი უმასპინძლებს სტუმრებს. მაისში კი ტრადიციულად სეზონურ ფილიალებსაც გავხსნით და ძალიან მალე სხვა საინტერესო სიახლეებსაც დავაანონსებთ,“ - განმარტავს კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.

ლუკა პოლარე კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 60-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 12 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 3 ქალაქშია წარმოდგენილი, თბილისში 13 ფილიალით, ბათუმში - 4 და ქობულეთში - 1.

Businesspartner