"ლუკა პოლარემ" შეფუთული ნაყინის წარმოება დაიწყო
"ლუკა პოლარემ" შეფუთული ნაყინის წარმოება დაიწყო.
ფილიალებში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის საყვარელი სახეობები დაფასოებული შეფუთვით შეიძინონ.
„სტუმრების დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადაწყვიტეთ განსხვავებული შეფუთვის ნაყინის წარმოება. ამ ეტაპისთვის ნაყინის შეძენა შესაძლებელია ჩვენს სრული ფორმატის ყველა ფილიალში, თუმცა არ გამოვრციხავთ, რომ ეს ხაზი კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ და ქართულ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებში, გაჩნდეს პრემიუმ ხაზის, ნატურალური ნაყინის დიდი შეფუთვები, რომლის დეფიციტიც ნამდვილად არის,“ - ამბობს კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.
"ლუკა პოლარე" კაფე-სანაყინეების ქსელია და მომხმარებელს 70 სახეობის ნაყინს და ქსკლუზიურ ყავას სთავაზობს. "ლუკა პოლარეს" ნაყინი იტალიური რეცეპტების მიხედვით, ნატურალური პროდუქტებით, საღი რძისა და ცოცხალი ხილის ბაზაზე მზადდება. ნაყინები არ შეიცავს კონსერვანტებს და ფერისა და გემოს ხელოვნურ დანამატებს. ასორტიმენტში შეგხვდებათ ვეგანური (სამარხვო), გლუტეინისგან თავისუფალი და დიაბეტური ნაყინები.
„ჩვენი ბრენდის მთავარი იდეა, ბედნიერების გავრცელებაა და ხოდა რატომაც არა, რომ ეს ბედნიერებები ჩვენს ერთგულ სტუმრებს გავატანოთ ყველგან, სადაც მოისურვებენ და ისიამოვნონ საყვარელი გემოებით შინ და გარეთ,“ - ამბობს "ლუკა პოლარეს" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი.
ბრენდი უკვე 13 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 ქალაქში 20 ფილიალით არის წარმოდგენილი.