ბიზნესი
04/01/2021
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია $1,48 მლრდ-მდე გაიზარდა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების საბაზრო ღირებულება გაიზარდა. ბოლო 6 თვიან ჭრილში სამივე კომპანიის ღირებულებაა გაზრდილი.
„საქართველოს ბანკის ჯგუფის“ (BGEO) ღირებულება 600 მლნ დოლარია, ბოლო 6 თვეში ზრდა 14% შეადგენს. საქართველოს ბანკის თითო აქცია 12.2 ფუნტი ღირს.
16.1%-ით გაიზარდა „საქართველოს კაპიტალის“ კაპიტალიზაცია, რაც 198 მლნ დოლარს შეადგენს. საინვესტიციო ჰოლდინგის თითო აქცია 5.4 ფუნტად ივაჭრება.
მიუხედავად 6 თვიან ჭრილში ზრდისა, სამივე კომპანია წლიურ ჭრილში კლებას აჩვენებს.
თიბისი ბანკი (TBC) 688 მლნ დოლარად არის შეფასებული, ბოლო 6 თვეში ზრდა 39.8%-ია. თიბისის თითო აქცია 12.5 ფუნტი ღირს.