ბიზნესი
24/10/2022
"ლოლი პოპს კარამელსის" მაღაზია მუშაობას ნოემბერში განაახლებს
ხელნაკეთი ტკბილეულის მწარმოებელი სტარტაპი „ლოლი პოპს კარამელსი“ ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ლიდა სარქისიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ დროისთვის კომპანია 12 დასახელების კანფეტს, მათ შორის, ლოლიპოპსებს, ქეიქპოპსებს და შოკოლადებს აწარმოებს. დაახლოებით 1 თვეში კი ხელნაკეთ ტკბილეულს კიდევ რამდენიმე სახეობის კანფეტი (ჟელიბონი) დაემატება.
„საბურთალოზე მქონდა სივრცე, სადაც ხდებოდა როგორც წარმოება, ისე ტკბილეულის გაყიდვა. ახლა მაღაზია დახურულია, წარმოება კი დროებით სახლიდან ხდება. მოვიძიეთ ახალი ლოკაცია, შედარებით უფრო დიდი მასშტაბის, შესაბამისად, ახალი მაღაზია ვარკეთილში ნოემბერში გაიხსნება. ადგილზევე მოხდება წარმოებაც,“-აცხადებს სარქისიანი.
სტარტაპი „ლოლო პოპს კარამელსი“ 2020 წელს დაფუძნდა.