ბიზნესი
22/12/2020

"ლოიალტემ" რიგით მესამე შვილობილი ბრენდი "კონტრაქტორი" წარადგინა

აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტემ“ რიგით მესამე შვილობილი ბრენდი წარადგინა - „კონტრაქტორი“ ეს არის ლოიალტეს იურიდიული მიმართულება, რომელიც მომხმარებელს სრულფასოვან იურიდიულ მომსახურება სთავზობს (დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://loialte.com.ge/ka/services/18-Loialte-Legal).

”ლოიალტეს” იურიდიული მიმართულება უკვე 2 წელზე მეტია არსებობს, თუმცა აქამდე უმეტესწილად “ლოიალტეს” არსებული კლიენტების იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული საჭიროებების გადაწყვატაზე იყო ორინეტირებული. მომხმარებელთა რაოდენობის და ამავდროულად იურიდიული გუნდის ზრდის გათვალისწინებით კომპანიაში გადაწყდა, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი ბრენდი, რომელიც მაღალი ხარისხის იურიდიულ სერვისებს მიაწვდის, როგორც ლოიალტეს კლიენტებს, ასევე სხვა ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიული პირს.

„კონტრაქტორი“ დაკომპლექტებულია აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალი იურისტებით, რომელებიც სპეციალიზებულნი არიან სხვადასხვა ბიზნესმიმართლებით. „კონტრაქტორი“ მომხმარებელს სთავაზობს:

  • ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაცია
  • საკორპორაციო სამართალი
    • პარტნიორების შეთანხმების/წესდების შედგენა
    • სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება
    • სხვა კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება
  • სახელშეკრულებო სამართალი
  • საბანკო ურთიერთობებთან დაკავშირებული კონსულტაციები
  • სესხის მიღება-გაცემასთან დაკავშირებული კონსულტაციები
  • აქტივების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული კონსულტაციები
  • დებიტორებთან ურთიერთობა
  • შრომის სამართალი
    • შრომითი ხელშკრულებების შედგენა
    • შრომის შინაგანაწესის შემუშავება
    • სამუშაო აღწერილობების შემუშავება
  • წარმომადგენლობა სასამართლოში/არბიტრაჟში

„ლოიალტე“ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ქართველ მომხმარებელს პროფესიული სერვისების მრავალფეროვან ჩამონათვალს სთავაზობს. კომპანია დღეის მდგომაროებით 2 ოფისითაა წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში და აერთიანებს 50-მდე პროფესიონალს. კოპანიის და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიათ „ლოიალტეს“ ვებ გვერდს: www.loialte.com,ge

 

Businesspartner