Lin&Me წარმოებას აფართოებს
Lin&Me წარმოებას გააფართოებს და ახალ სამკერვალო ხაზს დაამატებს. ამჟამად კომპანია ინვესტიციების მოზიდვის ეტაპზეა. წარმადობის გაზრდის აუცილებლობა მოთხოვნის ზრდით და საექსპორტო მიმართულებების დამატებით არის გამოწვეული.
კომპანიამ ქართული პრემიუმ კლასის თეთრეულის სატესტო ნიმუშები ამერიკაში, იტალიასა და საფრანგეთში გაგზავნა.
„ინვესტიციების მოზიდვა გვიწევს, რადგან გვინდა, რომ მოთხოვნის და დაინტერესების ზრდის პარალელურად გავხდეთ მრავალფეროვანი და მომხმარებელს უფრო ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ,“ - აცხადებს ბრენდის საზოგადოებასთან ურტიერტობის მენეჯერი.
Lin&Me მთელს საქართველოშია წარმოდგენილი. ბრენდის გაყიდვების სტრატეგია ონლაინ ვაჭრობაზეა აქცენტირებული, შესაბამისად კომპანიას კორონავირუსის პერიოდში ტექსტილის წარმოება არ შეუჩერებია. უფრო მეტიც გაიზარდა მომხმარებელთა რიცხვი.
საწარმო, რომელშიც იმპორტირებული ნედლეულის მოდელირება და დამუშავება ხდება, ამ ეტაპზე 10-მდე ადამიანს ასაქმებს, თუმცა წლის ბოლომდე მათი რიცხვის 20-მდე გაზრდა იგეგმება.