ლევან ვეფხვაძე: მომხმარებლის უფლებები და მათი დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ბიზნესისთვის
"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი და მისი აღსრულების მექანიზმები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობის მთავარი სადისკუსიო თემა.
შეხვედრის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ მიმოიხილა კანონის ძირითადი მიზანი და მნიშვნელობა, ხოლო სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს დეტალურად გააცნეს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებები, რომელიც მოიცავს, როგორც საქონლის შეცვლა/შეკეთების წესს, ასევე გარანტიის შესახებ ინფორმაციას, მომხმარებლის ვალდებულებებსა და სხვა. ასევე საუბარი შეეხო კანონისმიერ გარანტიებს, ხელშეკრულებიდან გასვლის პირობებს, ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტულ პირობებსა და უსამართლო კომერციულ საქმიანობას.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები და კანონის შესაბამისად შემუშავებულ საქმის შესწავლის წესი და პროცედურები.
"მომხმარებლის უფლებები და მათი დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ბიზნესისთვის, რადგან მომხმარებლის კმაყოფილება ამავდროულად განსაზღვრავს სტაბილურ განვითარებას. თუმცა მსგავსი სტანდარტების დანერგვისას მნიშვნელოვანია ნორმებისა და რეგულაციების სწორი ინტერპრეტაცია და ერთგვარობანი პრაქტიკის შექმნა, რათა შევამციროთ არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული რისკები. სწორედ ამ მიზნით, ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს კონკურენციის სააგენტოსთან და ვიმედოვნებთ, აღნიშნული კომუნიკაცია ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო აღმოჩნდება", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.