ბიზნესი
26/03/2021

ლევან ვეფხვაძე: მესამე ტალღა ბიზნესისთვის იქნება საკონტროლო გასროლა

ბიზნეს ასოციაცია მთავრობისგან კონკრეტული გეგმის წარდგენას ითხოვს. გაერთიანებაში ამბობენ, რომ კრიზისისგან თავის დასაცავად უნდა ჰქონდეს ბიზნესს ხედვა დაავადების რომელ მაჩვენებელზე რომელი ბიზნესი შეიზღუდება.

“აუცილებელია გზამკვლევი არსებობდეს დაავადების რომელ პროცენტულ მაჩვენებელზე რომელ სექტორებს რა ტიპის შეზღუდვა შეეხება. სხვანაირად შეუძლებელი იქნება განსაზღვრა რა ელის ბიზნესს. რომ არ მივიღოთ ისეთივე ნეგატიური შედეგები რაც აქამდე გვქონდა აუცილებელია მეტი განჭვრეტადობა. ეს არის ყველაზე მარტივი მექანიზმი პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

პრობლემები იქნება არამარტო სამუშაოების დაკარგვის, არამედ ბიზნესის გადარჩენის ნაწილში. ბევრი კომპანიისთვის ეს იქნება საკონტროლო გასროლა. შესაძლოა, ამ შედეგები რეაბილიტაციას შემდგომ წლები დასჭირდეს,” - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

შეკითხვები ბიზნეს სექტორს პანდემიის ახალ ტალღასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაუჩნდა რაც მთავრობში რამდენიმე რეგიონში დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობაზე გაკეთდა განცხადება.

 

Businesspartner