ლევან ვეფხვაძე: COVID-ის პირობებში BAG-მა შუამავლის ფუნქცია შეასრულა ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის
200 000 ბიზნეს სუბიექტთან მთავრობის ცალკეული საუბარი ძალიან გაჭირდება და ფაქტობრივად, ვერც შედგება, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ გადაცემაში "ბიზნესპატნიორის ოთხეული".
მისივე განმარტებით, მთავრობის მიერ ყველაფრის რეგულირება, ფიზიკურად შეუძლებელია, მით უფრო პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რთული ვითარების ფონზე. სწორედ ამიტომ, ვეფხვაძე მთავრობასა და ბიზნეს შორის შუამავლის ფუნქციის შემსრულებლად ბიზნეს ასოციაციას ხედავს.
"როდესაც მთავრობა მუშაობს პირობითად, ერთ რომელიმე დოკუმენტზე ასეთ დროს საკმაოდ რთულია ყველა ასპექტის გათვალისწინება, ყველა ინდუსტრიის და ყველა სეგმენტის დანახვა - ეს ბუნებრივიც არის. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, რომლიც კრებითად წარმოადგენს სხვადასხვა ინდუსტრიას, ერთგვარი შუამავლის ფუნქცია შეასრულა ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის და ვიტყოდი, რომ საკმაოდ წარმატებულად შეასრულა ეს ფუნქცია და ამ დრომდე განაგრძობს.
პადემიის პერიოდში, ეს არის ჩვენი დამატებითი ფუნქცია, რომ ბიზნესის დროული და სწრაფი ინფორმირება შევძლოთ ფორსმაჟორულ რეჟიმში. ამასთან, ხელისუფლებასთან დროულად მივიტანოთ ის პრობლემური საკითხები, რაც ბიზნეს აწუხებს,’’ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.