ბიზნესი
14/02/2023

ლევან სილაგავა: ფქვილის იმპორტმა შესაძლოა უფრო მეტი წისქვილკომბინატი გააჩეროს

სექტორის წარმომადგენლენი, წისქვილკომბინატების წარმოებული და იმპორტირებული ნედლეულით ერთდროულად ვაჭრობის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რადგან რუსეთის მიერ დაწესებულო საბაჟო გადასახადის გამო, ქვეყანა  ფქვილის იმპორტზე გადავიდა, რაც წისქვილკომბინატების გაჩერებას გამოიწვევს.

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ყველაზე კარგი მდგომარეობა ბაზარზე მაშინ არის, როდესაც ერთდროულად მუშაობს ადგილობრივი წარმოება და  ფქვილის იმპორტი ხორციელდება.

"იქედან გამომდინარე,რომ ამ ეტაპზე ადგილობრივი წისქვილკომბინატები გაჩერებულია რუსეთის მაღალი ბაჟის გამო,  ნიშნავს, რომ  რუსეთის წისქვილკომბინატები  ფქვილის შემომტანები ხდებიანი. ეს კი ავტომატურად  ქართული წისქვილკომბინატების გაჩერებას იწვევს.

ქვეყანაში არის მხოლოდ იმპორტირებული ფქვილი, ადგილობრივი კი  მინიმუმამდეა დაყვანილი, ამიტომ საჭიროა უფრო ფართოდ შევხედოთ ამ საკითხს. დღეს როდესაც, ფქვილის ფასი შემცირებულია, გვინდა, რომ გარკვეული სოლიდარობა დავინახოთ, პურის ადგილობრივ მწარმოებლებსა და მთავრობას შორის, იმისათვის რომ ბალანსი აღდგეს.

მთავრობასთან ერთად გვაქვს ამოცანა, რომ საკანონმდებლო ინიციატივების საშუალებით მოხდეს ისე, რომ წისქვილკომბინატების მუშაობა აღდგეს, იმპორტიც იყოს და პურის ფასიც შენარჩუნდეს."-აღნიშნავს ლევან სილაგავა.