ლევან გოგიბერიძე: მედიკამენტები სავარაუდოდ 7-10%-ით გაძვირდება
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის ცვლილების მიუხედავად წამლების იმპორტიორები ფასების ზრდას მაინც პროგნოზირებენ.
საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ვარაუდით, წამლების ფასი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ საშუალოდ 7-10%-ით გაიზრდება. ლევან გოგობერიძე არ გამორიცხავს, რომ გარკვეული ტიპის მედიკამენტებზე ბაზარზე დეფიციტიც შეიქმნას.
"რეგისტრაციის პროცესის გახანგრძლივება, ბუნებრივია, აისახება მედიკამენტების ფასებზე. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ წამალი ბიზნესი არაა, ამას ვერ გავექცევით. სავარაუდოდ, ფასის მატება საშუალოდ 7-10 % იქნება. ჩვენი გათვლებით, გარკვეული მედიკამენტების მიმართულებით შესაძლოა დეფიციტიც შექმნას,” - ლევან გოგიბერიძე საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი.
ცნობისთვის წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციისთვის ვადა 7- დან 15 დღემდე იზრდება, თავდაპირველად კი ვადის 30 დღემდე გაზრდა განიხილებოდა.