ბიზნესი
18/10/2023

ლევან ჩიკვაიძე PostEurop-ის 2023 წლის გენერალურ ასამბლეასა და ბიზნეს ფორუმს დაესწრო

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, “PostEurop” - ის 2023 წლის გენერალურ ასამბლეასა და ბიზნეს ფორუმს დაესწრო, რომელიც გაიმართა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში. მიმდინარე წელს, „PostEurop“ დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. „PostEurop“ – ის პლენარულ სხდომასა და 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას სლოვაკეთისა და ჩეხეთის ფოსტები მასპინძლობდნენ.

პლენარულ სხდომაში 46 ქვეყნის საფოსტო ოპერატორების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, სადაც სხვა მიმდინარე თემებთან ერთად, საფოსტო პოლიტიკის განმსაზღვრელი საკითხები განიხილეს.

პლენარულ სხდომამდე შედგა „ევროპის განვრცობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების“  კომიტეტის სხდომა, სადაც „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე თანათავმჯდომარის პოზიციას იკავებს. აღნიშნულ სხდომაზე „საქართველოს ფოსტა“ ინდუსტრიის ახალ მიმართულებებზე სამუშაო ჯგუფს (Emerging Industry Trends Working Group) ოფიციალურად შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ, 2023 წელს „PostEurop“ - ის ყველა წევრმა საფოსტო ოპერატორმა, ერთგვაროვანი დიზაინით გამოსცა მარკა, შინაარსით „მშვიდობა - კაცობრიობის უმაღლესი ღირებულება“.

 

 

Businesspartner