ბიზნესი
29/09/2020

ლექვინაძე: საავტომობილო საწვავის ბაზარზე მსხვილ და მცირე ქსელს შორის აქტიური კონკურენციაა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმდჯომარემ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, რომ ბაზარზე მოქმედი ფასები კონკურენციის პრინციპებს პასუხობს.

“2012 წელს საწვავის ბაზარზე წარმოდგენილი იყო 8 იმპორტიორი კომპანია და დაახლოებით 6 მსხვილი ქსელური სადგური. 2020 წლის დასაწყისისთვის, 60-ზე მეტი იმპორტიორი გვყავს და კიდევ ბევრი მცირე ქსელური სადგურია.

ფასების მონიტორინგთან დაკავშირებით ავიღეთ ერთი ტიპის საწვავი, ბენზინ-რეგულარი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია. როდესაც მსოფლიოში ფასების კლება დაიწყო, მცირე ქსელებს ბევრად სწრაფი რეაგირება ჰქონდათ ამ საკითხისადმი, ვიდრე მსხვილ ქსელს. საქართველოში ქსელში ბირჟაზე ნაყიდი საწვავი დაახლოებით, 2-დან 6 კვირამდე ხვდება და ამის შემდეგ მიდის ის მომხმარებლებამდე. მსხვილ ქსელში, COVID-ის გამო მარაგების ამოწურვის პერიოდი კიდევ უფრო გაგრძელდა და ბევრად უფრო მოქნილი იყვნენ მცირე ქსელები, დაახლოებით 60 თეთრიანი სხვაობაც კი იყო ერთი და იგივე ტიპის საწვავზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს არჩევანი ჰქონდა", - განმარტა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, საპირისპირო პროცესი იყო მაისიდან, როდესაც ფასებმა აღმასვლა დაიწყო.

"მცირე ქსელებშიც დაიწყო ფასების აღმასვლის პროცესი და მსხვილ ქსელებში დაიწყო ფასის კლება - ეს დინამიკა იმდენად ბუნებრივი იყო, რომ კარგად აჩვენებდა ამ ბაზრის კონკურენტუნარიოანობას. ჩვენ შევისწავლეთ იმ ქვეყნების ადგილობრივი ბაზარიც, საიდანაც საწვავის იმპორტი ხდება. აბსოლუტურად იგივე ტენდენციები იყო, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საწვავის ბაზარი დღეს მეტ-ნაკლებდი პასუხობს კონკურენციის პრინციპებს”,- აღნიშნა ლექვინაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022