ბიზნესი
29/09/2020

ლარის გაუფასურებამ მალფუჭებადი პროდუქტი გააძვირა

ლარის გაუფასურების გამო ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე ფასი გაიზარდა. გაძვირდა ძირითადად ის მალფუჭებადი პროდუქცია, რომლის დიდი მარაგების შენახვა შეუძლებელია.

მცირე მარკეტების წარმომადგენლების განმარტებით, ფასი ლარის გაუფასურების პირდაპირ პროპორციულად გაიზარდა. მაღაზიათა ქსელებში არ გამორიცხავენ, რომ მარაგების ამოწურვის შემდეგ ყველა სახის იმპორტირებული პროდუქტი გაძვირდეს.

"ქართულ მაღაზიათა ასოციაცია“ ვარაუდობს, რომ სურსათი თავდაპირველად მცირე, შემდეგ კი ყველა მსხვილ სავაჭრო ობიექტში გაძვირდება.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, მცირე, არაქსელურ მაღაზიებში როგორც წესი, ფასების მატება უფრო სწრაფად აისახება, რადგან დისტრიბუტორს აქვს შესაძლებლობა უფრო სწრაფად გაზარდოს ფასი, ქსელურ მაღაზიებში კი ამას შესაძლოა ერთი თვე დასჭირდეს. თუმცა როგორც ლუკა ჭელიძე ვარაუდობს, ლარის კურსის ნახტომების გათვალისწინებით შესაძლოა, ფასების გადახედვა უფრო სწრაფად მოხდეს.

როგორც მარკეტი "ბარაქას" დირექტორი თეიმურაზ მენთეშაშვილი განმარტავს, ისეთი პროდუქცია, რომელიც არ არის მალფუჭებადი და რომლის მარაგები არის, ახალი პარტიის შეტანამდე ფასების მომატება არ იგეგმება, თუმცა ისეთი პროდუქცია, რომელიც მალფუჭადია და მათი მარაგები უფრო სწრაფად ივსებ,ა თუ მათ მაღაზიას ახალ ფასში მიაწვდიან, ფასის მატება მყისიერად აისახება დახლზე.

"მაგალითად ზეთზე ფასი უკვე მომატებულია, გაძვირება ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციას ეხება, მაგრამ ვინაიდან საქართველოში არსებული მდგომარეობიდან უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია, მოლოდინი იმის რომ ყველაფერზე მოიმატოს ფასმა, რა თქმა უნდა გვაქვს," - განმარტავს მენთეშაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022