ბიზნესი
07/09/2020

ლარის გაუფასურებამ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მოგება შეუმცირა

ლარის გაუფასურებამ Coca-Cola-ს სავაჭრო ნიშნების ქართველ მფლობელს მოგება შეუმცირა.

ჯგუფის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 2019 წელს 171.94 მლნ ლარის შემოსავლის მიღებაზე განაცხადა, წლიურ ჭრილში ზრდა  21.7 მილიონია, თუმცა შემცირებულია მთლიანი მოგება 47.3 მილიონიდან 44.5 მილიონამდე.  

„მარაგების თვითღირებულების ზრდამ, რომელიც გაცვლის კურსის უარყოფითმა ტენდენციამ გამოიწვია, განაპირობა მთლიანი მოგების შემცირება“, - ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში.

კლებაა წლიურ მოგებაშიც, რამაც 2019 წელს 11.95 მლნ ლარი შეადგინა, 2018 წელს არსებული 22 მილიონის შემდეგ. ეს კლებაც გაცვლითი კურსის მზარდი ტენდენციით არის გამოწვეული.

კომპანია 2020 წლის ზაფხულიდან ქარხანა ნატახტარში გადაიტანა. ახალი პროექტის ფარგლებში შეძენილია 4.9 მლნ ევროს დამატებითი საწარმოო ხაზები და სხვადასხვა დანადგარი პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

„ოპტიმალური დაგეგმარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხარჯზე ველით თვითღირებულების მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას“, - ნათქვამია ანგარიშში.

The Coca-Cola Company-სთან (“TCCC“), Coca-Cola Export Corporation-სა და Sweppers Holding Limited-თან ჩამოსხმისა და სხვა შეთანხმებების შესაბამისად კომპანია TCCC-ის სავაჭრო ნიშნიან პროდუქციას აწარმოებს, ფუთავს და მის დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოში, ხოლო TCCC ნაწილობრივ არის პასუხისმგებელი TCCC-ის სავაჭრო ნიშნიანი ისეთი პროდუქციის მარკეტინგზე, როგორიცაა: Coca-Cola, Coca-Cola Zero, Coca-Cola Without Sugar, Fanta, Fanta Tropic, Schweppes, Sprite, Bonaqua, Burn და Fuse Tea. TCCC ასევე პასუხისმგებელია შესაბამისი კონცენტრატებითა და სასმელებით კომპანიის მომარაგებაზე.

ამასთან, კომპანიას აქვს გაყიდვის უფლება თუნუქის ქილებში ჩამოსხმული სასმელის აზერბაიჯანსა და სომხეთში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023