ბიზნესი
26/03/2021

ლარის გაუფასურებამ და ტრანსპორტირების ხარჯის გაზრდამ სამომხმარებლო ტექნიკა გააძვირა

ლარის კურსის გაუფასურებისა და ჩინეთიდან ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის გამო, ტექნიკის ნაწილზე ფასები გაიზარდა.

მოლოდინია, რომ მეორე კვარტლის დაწყებამდე კომპანიებს არსებული მარაგები ამოეწურებათ და შედეგად, ფასების ზრდის მიმართულებით კორექტირება ისევ მოხდება. ამავდროულად ჩინეთიდან ტრანსპორტირების ხარჯის გაძვირების გამო კომპანიების ნაწილმა ჩინეთიდან იმპორტი დროებით შეაჩერა.

„ლარის კურსი და ლოგისტიკა - ეს ორი ძირითადი მიზეზია, რაც ტექნიკის ფასებს აძვირებს. ჩვენ ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის გამო, დროებით ჩინეთიდან საერთოდ შევაჩერეთ იმპორტი. 2800-3000 დოლარი იყო გზის ხარჯი, დღეს კი 8 000-9 000-ის ფარგლებში მერყეობს. ვისაც ჩინეთიდან აქვს იმპორტი, მათ განსაკუთრებით გაუჭირდებათ პროდუქციაზე ფასების შენარჩუნება. თუ აქამდე არ გაუზრდიათ ფასები, ზაფხულის სეზონიდან აუცილებლად მოუწევთ. ჩვენ ერთი პლუსი გვაქვს, პროდუქციის 80% თურქეთიდან ჩამოგვაქვს. თურქეთის ქარხნები ამ ეტაპზე თითქმის სრულად აკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას,“ - განაცხადა მეჰმედ მელექმა.

მისივე განმარტებით, ტრანსპორტირების ხარჯები ტექნიკის ფასებს 7-10%-ით გაზრდის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022