ლაგვანი მარანი: გაზაფხულზე ღვინის მაღაზიას გავხსნით
"ლაგვანი მარანი" ქალების მიერ დაფუძნებული მეღვინეობაა, რომელიც ქვევრის ბიო ღვინის სხვადასხვა სახეობას აწარმოებს.
სანათა წიწუაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ყვება თუ როგორ აღმოჩნდა ადვოკატობიდან მეღვინეობის ბიზნესში.
"ოჯახი წლებია ფლობს ვენახებს, რომელსაც მამა, დედა და მე ერთად ვუვლიდით. ფაქტობრივად გვქონდა მეურნეობა ვენახები, მოგვყავდა მოსავალი, რომელსაც ადგილობრივ ღვინის ქარხნებს ვაბარებდით. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ დღის წესრიგში დადგა ვენახების გაყიდვა, თუმცა ბევრი გამოწვევის მიუხედავად გაყიდვის გადაწყევტილების მიღება მომენტალურად შევცვალე. ავიღე სესხი, ვიყიდე ქვევრები და 2018 წელსვე დავიწყე მარნის მშენებლობა."
ამ ეტაპზე, "ლაგვანი მარანი" კახურ მწვანეს, რქაწითელს, საფერავს და ქისს. მარნი აერთიანებს მცირე სსადეგუსტაციო სივრცეს, საწყობს, სამზარეულოს და ყველა საჭირო ინვენტარს.
"მაქვს სამი ვენახი, სამივე ახმეტაში მდებარეობს, თუმცა რამდენიმე ჯიშის ყურძნს ადგილობრივებისგან ვყიდულობ. ძირითადად დასაქმებულია 3 ადამიანი, თუმცა პერიოდულად ვასაქმებთ 10 ადამიანს, როცა ამის საჭიროებაა. დეგუსტაციებს ვუძღვებით მე და მეღვინე. როგორც აღვნიშნე ბიო ღვინოს ვაწარმოებთ. ძველი კახური მეთოდით, 6 თვიანი ჭაჭა კლერტზე დაძველებით. ქვევრში ღვინოს ვაყოვნებთ წელიწადზე მეტს, ამიტომ ამ პერიოდს ძირითადად იფრო ტურებისთვის ვიყენებთ. ასევე ჩვენს სივრცეში ხშირად ვატარებთ ლიტერატურულ საღამოებს და გამოფენებს.
როგორც ბოთლის ვიზუალი ასევე ღვინო არის უმაღლესი ხარისხის. წელიწადში ორჯერ ვატარებინებ ლაბორატორიულ კვლევას, ამის შემდგომ ვასხავ ბოთლში. ვყიდი 50 ლარად და მოთხოვნა ნამდვილად არის და გაყიდვებიც მზარდია. გარდა იმისა, რომ "ლაგვანის" ღვინო ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი, სინჯები გავგზავნეთ ამერიკაში და პოლონეთში."-ამბობს სანათა წიწუაშვილი.
მისივე თქმით, მარნის სამომავლო გეგმები საკმაოდ დიდია. ააშენეს პატარა კოტეჯი, სადაც არყის სახლის გახსნა იგეგმება, შედეგად ტურისტები შეძლებენ უშუალოდ ჩაერთონ პროცესებში.
"მაქვს კომერციული ფართი სადაც გაზაფხულზე რეკონსტრუქციას ჩავუტარებ და მექნება ღვინის მაღაზია სალონი. ჩემს გეგმებში უმთავრესი ადგილი უკავია ექსპორტს. ჩემი მიზანია ყოველ წელს წინა წელზე უკეთესი პროდუქტი ვაწარმოო. მაქსიმალურად მაღალხარისხიანი ბიოლოგიურად სუფთა, ასევე მარანში ყველა სტუმრისთვის სტუმრობა იყოს დაუვიწყარი და განსაკუთრებული, მასტერკლასები კი დასამახსოვრებელი."-აღნიშნავს "ლაგვანი მარნის" დამფუძნებელი.
პროქტი კერძო ინვესტიციით და ნაწილობრივ სხვადასხვა პროექტებში მიღებული გრანტის საშუალებით განხორციელდა.