ბიზნესი
04/02/2021

კვების ობიექტები სესხის პროცენტის სუბსიდირებაზე განაცხადის გაკეთებას 8 თებერვლიდან შეძლებენ

კვების ობიექტებმა სესხის პროცენტის სუბსიდირებისთვის განაცხადი 8 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში უნდა გააკეთონ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე აღებული სესხის პროცენტი, 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან 80%-ით იქნება სუბსიდირებული.

„თავიდან 2000-მდე რესტორანმა მოგვმართა, თუმცა გამოვლინდა გარკვეული ნიუანსები, ტექნიკური და იურიდიული, რაც ხელს უშლიდა ამ პროგრამაში ჩართვაში. სერიოზული შემსუბუქებით ვაცხადებთ მეორე შერჩევას.

ჩვენ ამ პროგრამას ვამატებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. არა მარტო ბანკის სესხის მქონე, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის მქონე ბიზნესებს, რესტორნებს და კვების ინდუსტრიას ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა სესხის პროცენტის სუბსიდირებაში.

აქამდე თუ ეს შეეხებოდა 2020 წლის 1-ელ მარტამდე აღებულ სესხებს, ახლა ეს იქნება 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე აღებული სესხები, რადგან მერეც სჭირდებოდა კვების ინდუსტრიას დამატებითი სესხები, განსაკუთრებით საბრუნავი საშუალებების მიზნით, რათა გადაეხადათ ხელფასები, საიჯარო ქირა.
აგრეთვე გადაიხედება თანაფარდობა ძირითად საშუალებებისთვის აღებულ სესხსა და საბრუნავ საშუალებებისთვის აღებულ სესხს შორის. 80/20-ზე იყო, ანუ ძირითადი საშუალებები იყო უპირატესი და ჩვენ ვიცით, რომ ეს თანაფარდობა ბევრ შემთხვევაში ირღვევა და უფრო მეტად საბრუნავი საშუალებები უჭირს ბიზნესს და ამიტომ 50/50-ზე იქნება. განსაკუთრებით ბოლო დროს აღებული სესხებისთვის საერთოდ ნულდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022