ბიზნესი
31/07/2020

ქუთაისში "ალუტექ ჯორჯიას" საწარმო გაიხსნა

ქუთაისში „ალუტექ ჯორჯიას“ საწარმო გაიხსნა.

ალუმინის პროფილებისა და კარ-ფანჯრების საწარმო პროდუქციას პირველ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის დაამზადებს, თუმცა გეგმაშია ექსპორტზე გასვლაც.

საწარმოს საინვესტიციო ღირებულება 700 000 ლარია და 15-მდე ადამიანს ასაქმებს, გაფართოვების  შემდეგ კი მათი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში შეძლო.