ბიზნესი
15/08/2020

"კულას“ პროდუქტი პანდემიის პერიოდში უფრო მოთხოვნადია" – ვანო გოგლიძე

კომპანია „კულას" გაყიდვები პანდემიის პერიოდში არ შემცირებულა. კომპანიის დამფუძნებელმა  ვანო გოგლიძემ „ბიზესპარტნიორთან"  საუბარში აღნიშნა, რომ „კულას“ წარმოებული პროდუქტი პანდემიის პირობებში საკმაოდ მოთხოვნადია.

„კულა“ შეუფერხებლად მუშაობდა, თუ არ ჩავთვლით კომენდანტის საათს, ამის გამო სამუშაო დროის შემცირება მოგვიხდა.  წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ანალოგიური სიტუაციაა გაყიდვებში. კონსერვები, ჯემები და სხვა პროდუქტები, რომლებიც შენახვის ვადის ხანგრძლივობით გამოირჩევა, მოთხოვნადი იყო, რადგან ხალხმა მოიმარაგა ასეთი პროდუქტი," – აღნიშნავს „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე.

კომპანიის პროდუქცია  25 ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

„შეფერხება არც არ კუთხით გვქონია. წელს კარგ მოსავალს ველოდებთ. შესაბამისად, ფერმერებისგან უფრო მეტი ნედლეულის მიღებას ვაპირებთ, რადგან მოთხოვნა არის,“ – ამბობს ვანო გოგლიძე.

„კულა“ ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.

კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022