ბიზნესი
14/12/2020

KTW ჯგუფი 2021  წლიდან ორი  ეკო სოფლის მშენებლობის დაწყებას გეგმავს

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“  2021  წლიდან ორი  ეკო სოფლის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, მათ შორის ერთი  „ქინძმარაულის ღვინის სოფელი“ იქნება, რომლის  მშენებლობა გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. 

KTW ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, პროექტის დაგეგმარება აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო სამუშაოების დაწყება კი, მარტიდან იგეგმება.

„ეს ძალიან კარგი ფრანგული პროექტია, პირდაპირ ტურიზმთან კავშირში. ეს არის ახალი სიტყვა. ახალი ინდუსტრიის ღვინის კლასტერის გაფართოება, სადაც ჩვენ ვთავაზობთ ამ სოფელში არა მხოლოდ ვილის შეძენას, არამედ, ღვინის ტრადიციას და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზს, სადაც შეიძლება ადამიანმა ღვინის შესახებ ყველა ინფორმაცია მიიღოს “, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ჯგუფი მომავალ წლებში,რამდენიმე პროექტში 100 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.ინვესტიციები მოიცავს ღვინის სოფლის მშენებლობას, ასევე ვენახების გაშენებას  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

შეგახსენებთ, "კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთი-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანია 2001 წელს დაფუძნდა, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით.

KTW ჯგუფი ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 20–ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. კომპანიას ვენახები ამჟამად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 1020 ჰექტარზე აქვს. წლის ბოლომდე კი დაგეგმილია ფართობის  1700 ჰექტრამდე გაზრდა.  KTW ჯგუფი გარდა ღვინის წარმოებისა, წარმოდგენილია დეველოპმენტის ბაზარზე.

 

Businesspartner