ბიზნესი
07/10/2020
კორტები მერიას აუქციონზე 5,775 მლნ ლარად გამოაქვს
იპოდრომის მიმდებარედ ჩოგბურთის კორტებზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა და ამ მიზნით აუქციონი მალე გამოცხადდება. საწყისი ფასი აუქციონზე 5 775 070 ლარია.
პროექტში ინვესტორმა 2 მლნ ლარი უნდა ჩადოს.
გამარჯვებულმა კომპანიამ 7 174 კვ.მ ფართობზე, ორი წლის ვადაში, უნდა მოაწყოს ოთხი ღია საჩოგბურთო კორტი, ერთი საცურაო აუზი (ღია ან დახურული) და ერთი სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი.
„იპოდრომის მიმდებარედ კორტების ტერიტორია 2009 წელს გასხვისდა და იქ მშენებლობები უნდა განხორციელებულიყო. მოლაპარაკებების შედეგად ინვესტორთან მოლაპარაკებას მივაღწით და კორტები დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება აუქციონი, რომლის პირობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებაა.