ბიზნესი
16/11/2020

“კორპორაცია ქინძმარაული“ სიღნაღში სასტუმროს 2022 წელს გახსნის

კომპანია „კორპორაცია ქინძმარაული“ სიღნაღში სასტუმროს 2022 წლის გაზაფხულზე გახსნის. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა  ნუგზარ ქსოვრელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, პროექტის არქიტექტურული ნაწილი  უკვე შეთანხმებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის  არქიტექტურულ საბჭოში, გაცემულია მშენებლობის ნებართვაც.

ნუგზარ ქსოვრელის ინფორმაციით,4 სართულიანი სასტუმრო 20 ნომრიანი იქნება. პროექტი მოიცავს რესტორანსაც.

კითხვაზე, სასტუმროს მართვაში შევა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ოპერატორი, ქსოვრელი აცხადებს, რომ ამაზე კონულტაციები მიმდინარეობს, მიდის კალკულციის პროცესიც, რომლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი პროექტის საინვესტიციო ღირებულება.

„ვფიქრობთ, რომ იყოს 4 ვარსკვლავიანი ან მეტი,  თუმცა ამის დაზუსტებაც მიდის,“-აცხადებს ნუგზარ ქსოვრელი.

„კორპორაცია ქინძმარუაული“ კახეთში ღვინის კომპანიასა და საკუთარი ვენახებს ფლობს. კომპანია წარმოდგენილია სასტუმრო ტურიზმის მიმართულებითაც. მის მფლობელობაში ყვარელში კომპლექსი  „შატო ყვარელი“.