ბიზნესი
20/03/2020

კორონავირუსმა TAV Georgia-ს საინვესტიციო გეგმა შეუცვალა

კორონავირუსმა თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველ „ტავ ჯორჯიას“ საინვესტიციო გეგმა შეუცვალა.

კომპანია ჯერ კიდევ გასულ კვირას იმედოვნებდა, რომ ბათუმის აეროპორტის გაფართობის დაწყებას მარტში შეძლებდა, თუმცა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გამკაცრებული ღონისძებების გამო, სამშენებლო სამუშაოების დაწყება გადავადდა.

„ბათუმში ვიწყებდით მშენებლობას. 23 მარტს უნდა გვქონოდა მშენებლობის დაწყების გახსნა. სამწუხაროდ ამ ეტაპზე, ჩაკეტილია საზღვრები, გამკაცრებულია ღონისძიებები, კომპნიების უმეტესობა გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ამიტომ შეზღუდულები ვართ დავიწყოთ მშენებლობა“, – აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას “ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ.

მისი თქმით, გაფართოების პროექტი დაიწყება იმ დღიდან, როდესაც შეზღუდვები მოიხსნება.

„ტავ ჯორჯია“ არსებულ ვითარებას ფორს-მაჟორულ სიტუაციად აფასებს.

Businesspartner