ბიზნესი
23/03/2020

კორონავირუსმა მშენებლებს ხარჯები გაუზარდა

ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ პროქტებზე მუშაობა გრძელდება. კარანტის გამოცხადების გამო, ამ ეტაპზე შეფერხებებია მარნეულში. გარდა მარნეულისა, მშენებელთა ასოციაციის წევრი ყველა კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ობიექტებზე გაძლიერებული ძალისხმევით მუშაობას, თუმცა გაკრვეულ პრობლემებსაც აწყდებიან.

როგორც ასოციაციის თამჯდომარემ ანი საბახტარიშვილმა ბიზნესპარტნიორთან განაცხადა, კომპანიებს მასალების შესყიდვა რეკორდულად მაღალი კურსით უწევთ, ამასთან ბევრმა მომწოდებელმა კომპანიამ უარი თქვა კონსიგნაციაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე კი, კომპანიებს დამატებითი ხარჯებიც დაემატათ. მათ საჭიროება აქვთ, უზრუნველყონ თანამშრომელთა ტრანსპორტრება, ტრანსპორტის დეზიმფექცირება და პირადი დამცავი საშუალებებით მომარაგება. ასოციაციაში საუბრობენ, რომ ხარჯთაღრიცხვების კონტროლი ყოველწამიერ რეჟიმში უნდა განხორციელდეს და მათ სურთ წინასწარ ფლობდნენ ინფორმაციას, თუ როგორ მოხდება ხარჯთაღრიცხვების არსებულ კურსთან და რეალობასთან მისადაგება.

ამ საკითხებზე ასოციაცია აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს მთავრობასთან და იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადმოიდგმება, რათა წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტებზე მუშაობა არ შეჩერდეს.

„ჩვენ ვხვდებით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების სტაბილურობა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელბისაა და ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას,“ – აცხადებს საბახტარიშვილი.

რაც შეეხება ზარალს, ამ ეტაპზე ასოციაციაში კონკრეტული ციფრების დასახელება და პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

არსებულ ვითარებაში, უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო გამკაცრება, შიდა სტანდარტის დამყარება და ობიექტების ტემპის შენარჩუნება მშენებელთა ასოციაციის მთავარი პრიორიტეტებია.

Businesspartner