კორონავირუსის გამო საქსტატი მონაცემთა შეგროვების ალტერნატიულ მეთოდებზე გადადის
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქსტატი მონაცემთა შეგროვების ალტერნატიულ მეთოდებზე გადადის.
უწყება ზოგიერთი გამოკვლევის ფარგლებში (შინამეურნეობათა და სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევა), პირდაპირი ინტერვიურების მეთოდს სატელეფონო და ონლაინ გამოკითხვის მეთოდებით ჩაანაცვლებს.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქსტატი დროებით აჩერებს ინტერვიუერების ვიზიტს რესპონდენტებთან, მონაცემთა შეგროვებას, უახლოესი თვეების განმავლობაში, განახორციელებს სატელეფონო ინტერვიუებისა და ონლაინ გამოკითხვის საშუალებით.
საერთაშორისო და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, საქსტატის თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიმდინარე წლის 13 მარტიდან გადასულია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. ამასთან, განხორციელდა სადეზინფექციო სამუშაოები.