ბიზნესი
08/10/2020

კონსორციუმი ხელისუფლებას ანაკლიის პროექტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ანაკლიის პორტის პროექტს ჩამოშორებული ინვესტორები მთავრობას საკუთარი ინტერესების გვერდზე გადადებას და პროექტის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს და 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში არსებულ ჩანაწერზე მიუთითებს, რომ შესაძლოა საარბიტრაჟო დავის გამო მაღალი რეპუტაციის ინვესტორი  ვერ შეირჩეს.

„საქართველოს მთავრობა პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის წარმატებას თავადვე აყენებს ეჭვქვეშ. ეს იმიტომ, რომ არცერთი სანდო ინვესტორი არ მიიღებს მონაწილეობას ტენდერში ისეთ გარემოებებში, როცა მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინვესტორი განცხადების მიხედვით ფიქრობს, რომ არის დიდი ალბათობა საქართველოს მთავრობა დავას წააგებს და სახელმწიფოს მოუწევს მნიშვნელოვანი ოდენობის ზიანის ანაზღაურება. 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინვესტორები კვლავ რჩებიან მზადყოფნაში, რომ განაახლონ ანაკლიის პორტის პროექტი, მოიწვიონ ახალი ინვესტორები და პარტნიორები, რომ საქართველომ შეძლოს იმ პოტენციალის რეალიზება, რაც ამ პროექტს მოაქვს", - ნათქვამია ბობ მაიერის განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023