ბიზნესი
13/10/2023

კონკურენციის სააგენტომ თამბაქოს ბაზარზე დემპინგის საქმე შეისწავლა

კონკურნეციის სააგენტომ თამბაქოს ბაზარზე დემპინგის საქმე შეისწავლა. თამბაქოს ინდუსტრიაში დემპინგთან დაკავშირებით, სააგენტოს განაცხადით მაისში მიმართეს.

როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, განაცხადის მიღებიდან ერთ თვეში დაიწყო სააგენტომ ბაზრის შესწავლა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან ხორციელდებოდა თამბაქოს იმპორტი, რაც ადგილობრივ ბაზარზე 40%-ით უფრო იაფად იყიდებოდა და მას გარკვეული გავლენა ადგილობრივ ბაზარზე, ფასებზე და თამბაქოს ინდუსტრიაზე. 

„29 ივნისს დავიწყეთ შეწავლის პროცესი. შესწავლის დაწყების შესახებ ყველა დაინტერესებულ მხარეს ვაცნობეთ, მათ შორის, იმპორტიორ კომპანიას. შესწავლის პროცესში ასევე, მივიღეთ განაცხადი ადგილობრივი ინდუსტრიიდან, რომ შესწავლამ გავლენა მოახდინა ბაზარზე არსებულ ვითარებაზე, დაკორექტირდა დემპინგური ფასები, რადგან ჩვენი შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ დაახლოებით, 40%-იანი ზღვარი იყო ჩვენთან დაფიქსირებულ ფასებსა და ნორმალურ ღირებულებას შორის. ეს გავლენას ახდენდა ადგილობრივ ინდუსტრიაზე, რაც არ იძლეოდა კეთილსინდისიერი კონკურენციის საშუალებას“ - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ამ დროისთვის საქმე დახურულია, რადგან, ფასები დაკორექტირებულია. შეწავლის პერიოდი 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს ეხებოდა.