ბიზნესი
15/09/2020

კონკურენციის სააგენტომ "ჯი-თი მოტორსის" საქმეზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ "ჯი-თი მოტორსის“ მიერ შპს "ჯ.თ. მოტორსის" წინააღმდეგ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა.

მოკვლევის პროცესში გაანალიზდა შესაბამისი ბაზარი, სადაც აღნიშნული ეკონომიკური აგენტები ოპერირებენ, ასევე მომხმარებლისათვის შეთავაზებული მომსახურებისა და რეალიზებული პროდუქციის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, დარღვევის ფაქტი განხილულია ორი მიმართულებით: კერძოდ,საწარმოს რეგისტრაციისას სახელწოდების გამოყენება და ბაზარზე პროდუქციის/მომსახურების შეთავაზების მიზნით განხორციელებული ქმედებები, რომლებიც შესაძლოა იწვევდეს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას. მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მოძიებულ იქნა ეკონომიკური აგენტების მიერ ბაზარზე განხორციელებული აქტივობები, ოპერირების სტრატეგია და მიღებულ მასალებზე დაყრდნობით, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება - განხორციელებული ქმედებები არ შეიცავს საკმარის განმასხვავებელ ნიშნებს იმისათვის, რომ მომხმარებელმა ცალსახად შეძლოს კომპანიების გამიჯვნა.

მოკვლევის მიმდინარეობის პროცესშივე, ,,ჯ.თ. მოტორსის“ მიერ აღმოფხვრილ იქნა კონკურენციის კანონდარღვევის ფაქტი. კერძოდ, ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ყველა სადავო სარეკლამო რგოლი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი კონკურენციის კანონმდებლობასთან. შპს ,,ჯ.თ. მოტორსს“ დაევალა - სარეკლამო კომპანია სამომავლოდ აწარმოოს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი და მომჩივანი კომპანიის აღრევა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკი.

კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს 2 მოკვლევა დაასრულა, სადაც ერთში დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია, მეორეში კი დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ 5 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, მიმდინარეა 3. გაიცა 1 თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022