ბიზნესი
21/08/2020

კომპანიამ “ჩირინა“ გაყინული ნახევარი ქათმის წარმოება შესაძლოა შეწყვიტოს

კომპანიამ“ჩირინა“, რომელიც ფრინველის ხორცს “ბიუ-ბიუს“ ბრენდით აწარმოებს, შესაძლოა რამდენიმე კვირის წინ დაწყებული გაყინული ნახევარი ქათამის გამოშვება შეწყვიტოს. ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით,ნახევარი ქათმის გამოშვება კომპანიის ექსპერიმენტი იყო.შესაბამისად,თავდაპირველად 20 ტონის წარმოება მოხდა.

„პირდაპირი გაგებით ნახევარი ქათამია, შუაზეა გაჭრილი. ვიფიქრეთ, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, შესაბამისად, დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. ლოგიკურია, რომ ნახევარ ქათამს მთლიანთან შედარებით ნახევარი ფასი აქვს და ხალხისთვის ბევრად ხელმისაწვდომია. რაც შეეხება ამ კუთხით სამომავლო გეგმას, ვფიქრობთ,რომ მისი წარმოება შევწვიტოთ. საბოლოოო გადაწყვეტილებას სექტემბერში მივიღებთ“-აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

კითხვაზე, რატომ შეიძლება გადაიფიქროს კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ დაწყებული ახალი პროექტის განხორციელება, ვაშაკიძე აცხადებს, რომ სიახლემ გაამართლა, თუმცა, რთული მისი ტექნოლოგიური მხარე აღმოჩნდა. „რთულია ქათმის შუაზე გაჭრა, შეფუთვა, შესაბამისად,განვიხილავთ პროექტის შეჩერებას“-აცხადებს ვაშაკიძე.

“ჩირინას“ დამფუძნებელი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ზოგად  გაყიდვებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის წინა წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია.

შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დაარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში.შპს „ჩირინა უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას წარმოების მთელი ციკლის განმავლობაში - კვებისათვის საჭირო მარცვეულის კულტივაციიდან საბოლოო პროდუქტის დისტრიბუციამდე. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც ხდება სიმინდისა და ხორბლის მოყვანა. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022