ბიზნესი
07/03/2023

კომპანია "ტილისკვერმა" წარმოება გააორმაგა

ტყლაპის მწარმოებელმა კომპანიამ „ტილისკვერი“ წარმოება გააორმაგა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, თამარ ქაჯაია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  კომპანია სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გამარჯვებულია და 30 ათასი ლარით დაფინანსდა. სწორედ ამ გრანტის საშუალებით მანქანა-დანადგარი შეიძინა, რამაც წარმოების გაორმაგებას შეუწყო ხელი.

„მოთხოვნა ყოველთვის მქონდა და ხალხს ლოდინი უწევდათ. ახლა კი მათ მოთხოვნას სრულად ვაკმაყოფილებ,“ - აცხადებს „ტილისკვერის“ დამფუძნებელი.

კომპანია  ძირითადად ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს და რეალიზაციას ონლაინ ახდენს, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ქაჯაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბრენდული მაღაზიის გახსნა არ იგეგმება, თუმცა, სამომავლო პერსპექტივაში საკუთარი მაღაზიის გახსნას არ  გამორიცხავს.

ცნობისთვის, კომპანია „ტილისკვერი“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც ტყლაპის ნაირსახეობას აწარმოებს.

Businesspartner