ბიზნესი
20/10/2020

კომპანია "სოკარმა" ლაგოდეხის სოფელ კაბალაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

20 ოქტომბერს, კომპანია სოკარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალაში საბავშვო ბაღის მშებლობა დაიწყო.  პროექტის დაწყების აღსანიშნავად კაფსულის ჩაგდების ცერემონია გაიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სოკარის პრეზიდენტმა, ბატონმა როვნაგ აბდულაევმა, სოკარის ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსმა - ვაგიფ ალიევმა, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა - ირაკლი შიოშვილმა, ლაგოდეხის მერმა - ჯონდო მდივნიშვილმა, ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.  

საბავშვო ბაღი გათვლილია 100 ბავშვზე. გარდა 4 საკლასო ოთახისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოიცავს ბუფეტს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის, ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს. შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და სანიტარული ფართები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. საბავშვო ბაღის ჯამური ფართი 1242 კვადრატული მეტრია. ბაღის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია ღია სათამაშო მოედანი.  

პროექტის ღირებულება 2,72 მლნ ლარია.  მშენებლობა 8 თვეს გასტანს და სოკარ ენერჯი ჯორჯიას მიერ საბავშვო ბაღი  სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა.