ბიზნესი
10/12/2020

კომპანია “იბერია რეფრეშმენტსი“ ახალი აქციების ემისიას გეგმავს

კომპანია „იბერია რეფრეშმენტსი“ ახალი აქციების ემისიას გეგმავს. ჩვეულებრივი აქციების მოცულობა 38 723 222-ით განისაზღვრება, ნომინალური ღირებულება კი 1 ლარია.

ემისიის შედეეგად კომპანიის გაცხადებული კაპიტალი 55 მლნ ჩვეულებრივ აქციად დაიყოფა, თუმცა, აქციების გამოშვების შედეგად არ იცვლება კომპანიის აქციონერთა სტრუქტურა და წილები პროპორციულად გადანაწილდება.

„იბერია რეფრეშმენტსის“ 84,9%-იანი წილი (32 867 017 ახალი აქცია) კვლავინდებურად ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Elsu, Inc-ს ეკუთხვნის; 15,1%-ს კი ალი ალ შაფარს (არაბთა გაერთიანებული საემიროები).

კომპანია „იბერია რეფრეშმენტსი“ საქართველოში უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. იგი ქართულ ბაზარზე Pepsi-ს ბრენდს 2004 წლიდან წარმოადგენს. კომპანიას ბაზარზე რამდენიმე დასახელების უალკოჰოლო სასმელი გამოაქვს, მათ შორისაა მირინდა, 7აპ, ლიპტონი, აქუაფინა და სხვა.