ბიზნესი
08/10/2020
კომპანია "ფია“ ქართულ ტრადიციულ ტკბილეულს ექსპორტზე გაიტანს
კომპანია „ფია“ ქართულ ტრადიციულ ტკბილეულს ექსპორტზე გაიტანს. ჩურჩხელა უკრაინაში უკვე გაიგზავნა. პარტია საცდელია და პირველ ეტაპზე ათიათას ერთეულს მოიცავს, თუმცა დამფუძნებლების განმარტებით, შემდგომში რაოდენობა რამდენჯერმე გაიზრდება.
„ფიას“ სხვა პროდუქტები სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის ექნება მზად საექსპორტოდ.
მწარმოებლები ამბობებენ, რომ დაინტერესება დუბაიდან გერმანიიდან და პოლონეთიდან შეინიშნება.