კომპანია "ჩემპი" ასორტიმენტს აფართოებს
ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი კომპანია „ჩემპი“ ასორტიმენტს აფართოებს.ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის თანადამფუძნებელმა, თამარ შეითნიშვილმა განაცხადა.
საუბარია, 4 ახალი დასახელების პროდუქტის დამატებაზე. მათ შორის, ვაშლის ჩიფსი ალუბლის და ლიმნის არომატებით. ამ დროისთვის კომპანია 1 სახეობის ჩიფსს აწარმოებს და ყიდის როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე. მათ შორის, აშშ-ში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვ ქვეყნებთანაც. ამჟამად, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის 60% საექსპორტოა.
„ამ ეტაპზე გვაქვს ნიმუშები გაგზავნილი: სინგაპირში, ისრაელსა და ავსტრალიაში. პასუხი ალბათ 2 თვის განმავლობაში გვეცოდინება,“ - აცხადებს შეითნიშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ „ჩემპი“, სტუდია „ ველოსიპედთან“ კოლაბორაციით საბავშვო ვაშლის ჩიფსების ხაზიც აამოქმედა, რომელზეც ჟირაფი ჟოზეა გამოსახული.
საბავშო ხაზის ფარგლებში იწამროება 4 სახის ჩიფსი. მათ შორის, წითელი,მწვანე,გოლდი და მიქსი, რომელიც ბაზარზე ვარდისფერი შეფუთვითაა წარმოდგენილი.
ცნობისთვის, "ჩემპი" ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. კომპანია საქართველოს მასშტაბით პროდუქციის რეალიზაციას ქსელურ მარკეტებში ახდენს, როგორიცაა „გუდვილი“, „აგროჰაბი“, „ ნიკორა“ და „სპარი“. კომპანიაში მოქმედებს პნლაინ მიწოდების სერვისიც.