კომპანია BB Store ბრენდულ მაღაზიას კახეთსა და იმერეთში გახსნის
3 წლის წინ დაფუძნებული კომპანია BB Store ბრენდული მაღაზიების ქსელს აფართოებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ნინო გიგინეიშვილმა განუცხადა, უახლოეს ერთ წელში დაგეგმილია BB Store-ის მაღაზიების გახსნა ქუთაისსა და თელავში.
კომპანია ახალი ტიპის ქართულ ეტიკეტს ქმნის, რომელიც ყველა ასაკის ქალისა და მამაკაცის საჭიროებებს აკმაყოფილებს. მათ შორის, კომპანიაში ქალისა და მამაკაცის აქსესუარებთან ერთად, საინტერესო პროდუქტი ბავშვებისთვისაც იქმნება.
როგორც გიგინეიშვილი განმარტავს, ბრენდი გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ექსკლუზიურობით. ნამუშევრები მოიცავს ტრადიციული ქართული მახასიათებლების ნიმუშებს. სპეციალური ფერები, უნიკალური სიტყვები, ძეგლები და ქართული ანბანის სიმბოლოები ერთადაა გაერთიანებული ბრენდის წარმოებაში.
ვებ-გვერდის საშუალებით, BBstore.ge-ზე შესაძლებელია როგორც მაისურების, ისე ჩანთების, შარფების და ჰუდების შეძენა. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბრენდი ბიუჯეტურია და მომხმარებელს სასურველი პროდუქტის გამოწერა ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია.
„მაისურების ექსკლუზიური მომწოდებელიც გყვავს, თუმცა, ვკერავთ ადგილზევე, ჩვენივე საწარმოში,რომელიც მოიცავს სამკერვალოს და დასაპრინტ მანქანა-დანადგარებს.
ამჟამად მაღაზია გვაქვს თბილისში (ნუცუბიძის 72) და ბათუმში (გამსახურდიას 21). აქტიურად ვმონაწილოებთ გამოფენებშიც,“-აცხადებს გიგინეიშვილი.
რაც შეეხება გაყიდვებს, კომპანიის ხელძღვანელი განმარტავს, რომ BB Store-ს პროდუქტების რეალიზაცია ძირითადად ელექტრონული კომერციის პლატფორმებით ხდება, 60/40-ზე წილით.
გიგინეიშვილის ინფორმაციით, BB Store აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებით, თუმცა, ინდივიდუალური მიწოდება დღესაც მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილშია შესაძლებელი.