ბიზნესი
23/06/2020

კომპანია აკას პარტნიორებს შორის 12-წლიანი დავა დასრულდა

კომპანია “აკას” პარტნიორებს შორის დავა დასრულდა. 12 წლიანი პროცესის შემდეგ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 20%-იანი წილის ყოფილი მფლობელის მოთხოვნა წილის დაბრუნების თაობაზე არ დააკმყოფილა.

მოდავე მხარე ამტკიცებდა, რომ შპს “აკა” 1996 წელს ნებაყოფლობით არ დაუტოვებია. მან წილი სურვილის საწინააღმდეგოდ დათმო. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ძოწენიძის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

“აკა”-ს ადვოკატების მტკიცებით, სასამართლოზე ზეწოლის არაერთი მცდელობის მიუხედავად უზენაესმა სასამართლომ რეზონანსულ საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო..

სამართალწარმოებას დიდი საერთაშორისო რეზონანსი ახლდა ვინაიდან შპს “აკა” მერსედეს ბენცის გენერალური წარმომადგენელია საქართველოში.

Businesspartner