ბიზნესი
16/07/2020

კომბუჩას საწარმოს მშენებლობა იწყება - რა პოტენციალი აქვს საოკუპაციო ხაზთან საწარმოების ამუშავებას

საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში ნატურალური სასმელის „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობა იწყება.

პროექტი „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ-საქართველოსა“ და უესაიდ ზრდას მხარდაჭერით ხორციელდება.

ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ცოცხალი ფერმენტების შემცველი სასმელის საწარმოს მშენებლობას საფუძველი უკვე ჩაეყარა და სიმბოლური კაფსულაც ჩაიდო.

რა პოტენციალი აქვს საოკუპაციო ხაზთან საწარმოების ამუშავებას და გარდა ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისა, რა დატვირთვაა აქვს ამ ინიციატივას - საკითხზე სტარტაპ-საქართველოს დირექტორმა გიორგი ლომიძემ და სტარტაპერი, “კომბუჩას“ წარმომადგენელმა აკაკი ადამიამ "ბიზნესპარტნიორში" ისაუბრეს.

 

Businesspartner