ბიზნესი
10/10/2022
"კოკოტაურმა" წარმოება შეაჩერა
რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად კომპანიმ „კოკოტაური" წარმოების პროცესი შეაჩერა.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ვლადიმერ შერვაშიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ქარხანამ გასულ წელს 4 წლიანი პაუზის შემდეგ, მუშაობა პროდუქციის სრულად უკრაინაში გატანის მიზნით განაახლა, ახლა კი დროებით შეაჩერა.
როგორც შერვაშიძე აცხადებს, „კოკოტაურით“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. მათ შორის, არაბული ქვეყნებიდან. მისი ინფორმაციით,თუ სატესტოდ გაგზვანილი ნიმუშები მოწონებულ იქნა, „კოკოტაური“ წარმოებას ისევ აღადგენს.
კომპანია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას არ განიხილავს. "კოკოტაურის" დღიური წარმადობა 10 000 ბოთლია.
„კოკატაური" ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკოტაურში მდებარეობს. კომპანია რუსულ-ქართული კაპიტალითაა შექმნილი.