ბიზნესი
30/06/2020

"კლინიკებს სამინისტროს “გაღუნული“ კანონპროექტის განხილვაზე აზრის გამოთქმის უფლებაც არ მიეცათ"

პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა კლინიკების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტმა სამინისტროს კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, ისე რომ კლინიკების წარმომადგენლებს არ მოუსმინა.

„ის რაც დღეს ჯანდაცვის კომიტეტში ხდებოდა, იყო ძალიან დამთრგუნცელი, მძიმე საყურებელი და სამწუხარო - როცა მოსულები არიან ჩვენივე კოლეგები - ექიმები, კლინიკის წარმომადგენლები და რეგლამენტის მოშველიებით მათ აზრის გამოთქმის უფლებაც კი არ მიეცათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოტანილი “გაღუნული“ კანონპროექტის განხილვის დროს. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა სწორედ იმავე რეგლამენტს თვეში 3-ჯერ არღვევს ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე ამ კომიტეტში 1 წლის განმავლობაში მრავლჯერ დაბარების მიუხედავად არ გამოცხადებით.
ექიმებმა და კლინიკის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს კომიტეტის სხდომა. მე ვუხდი მათ ბოდიშს, რომ ამ ქვეყანაში სამწუხაროდ დღემდე პარლამენტი პარლამენტი არაა და კომიტეტი კომიტეტი, სადაც უნდა უსმენდნენ ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს, მით უფრო დარგის პროფესიონალებს და მათთან ერთად მსჯელობდნენ როგორ გახდეს უკეთესი ეს ქვეყანა ყველასთვის..

ესე წარმატებული, ბედნიერი, ლაღი ქვეყანა არ შენდება და ვერც ადამიანები იქნებიან გახარებული, გალაღებულები და თუ არ გვინდა ამ მენტალურ ჭაობში ჯდომა და ხვალინდელი უკეთესი დღე თუ გვინდა გვქონდეს ეს უნდა შევცვალოთ, შევცვალოთ ერთად“, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში დეპუტატი ლევან კობერიძე კომიტეტზე მომხდარ ფაქტს.

კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე უკვე განხილული იყო და კენჭისყრამდე მისული პროექტის განსახილველად დაბრუნებით რეგლამენტი დაირღვეოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023